ემლა - ნაადრევი ეაკულაციის ეფექტური მოგვარება!
ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, რომლის აქტიური ნივთიერებებია ლიდოკაინი და პრილოკაინი. ემლა კრემს გააჩნიამგრძნობელობის დაქვეითებისეფექტი და ხშირად გამოიყენება ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ (PE).
მამაკაცის სასქესო ორგანოს თავზე წასმისას, ემლა კრემი ამცირებს სასქესო ორგანოს მგრძნობელობას და აყოვნებს ეაკულაციას, ამით ახანგრძლივებს ორგაზმის მიღწევის დროს. ამიტომ, ემლა კრემი ხელს უწყობს მამაკაცებში სქესობრივი აქტის დროის გახანგრძლივებას.
თუ გაწუხებთ ნაადრევი ეაკულაცია, გიჭირთ სქესობრივი აქტის გახანგრძლივება და გაქვთ ეაკულაცია 2 წუთზე ნაკლებ დროში, მაშინ ემლა შესაძლოა იყოსთქვენი პრობლემის ეფექტური გადაწვეტილება.
ნაადრევი ეაკულაცია (PE) ხშირი პრობლემაა ყველა ასაკის მამაკაცში და შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით: ფსიქოლოგიური, ფიზიკური სტრესი, თავდაჯერებულობა, შფოთვა და ა.შ. ნაადრევმა ეაკულაციამ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ინდივიდის ცხოვრების ყველა ასპექტზე, დაძაბოს პირადი ურთიერთობები და შეასუსტოს სექსუალური თავდაჯერებულობა.
კრემი ემლა ხელს უწყობს მამაკაცებს გაიხანგრძლივონ სქესობრივი აქტის დრო, რაც დაეხმარება მათ აღიდგინონ თავდაჯერებულობა და კმაყოფილება.
ემლას გამოყენების ინსტრუქცია: კრემი უნდა წაისვათ სასქესო ორგანოს თავზე სქესობრივ აქტამდე 15-30 წუთით ადრე და სქესობრივი აქტის დაწყებამდეშესაძლოა კრემის ნარჩენების მოწმენდა. კრემისმოქმედების ხანგრძლივობა შესაძლოა განსხვავდებოდეს და დამოკიდებულია გარეგან ფაქტორებზე, როგორიცაა სქესობრივი აქტის დროს სტიმულაცია და აგზნებადობა.
ემლა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცს აქვს ალერგია მის ნებისმიერ შემადგენელ ნივთიერებაზე (ლიდოკაინი, პრილოკაინი). ერექციული დისფუნქციის შემთხვევაში ემლას გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ შესაბამის ექიმთან.არასასურველი გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ვინაიდან, კრემი ემლა არის ადგილობრივი გამოყენების ზეთზე დამზადებული კრემი, ლატექსით დამზადებული პრეზერვატივის (კონდომის) გამოყენებისას შესაძლებელია ემლა კრემმა შეასუსტოს მისი მდგრადობა, ამგვარად გაზარდოს პრეზერვატივის (კონდომის) გახევის რისკი და აგრეთვე შეამციროს მისი, როგორც კონტრაცეფტივის ეფექტი. ამის გამო, სასურველია, ემლა კრემთან ერთად არ გამოიყენოთ ლატექსზე დამზადებული პრეზერვატივი (კონდომი). ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ უნდა მოხდესპოლიურეთანის პრეზერვატივის (კონდომის) გამოყენება ან ალტერნატიული დაცვითი ზომების მიღება არასასურველი ორსულობის ან სქესობრივად გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
R