"და­ა­ბეს ცხო­ვე­ლი­ვით და მი­ა­ტო­ვეს" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"და­ა­ბეს ცხო­ვე­ლი­ვით და მი­ა­ტო­ვეს" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

გოგეშვილის ფოტო მისი ოჯახის წევრმა ნატა წერეთელმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პაციენტმა ხელზე დაზიანებები ექიმების დაუდევრობის შედეგად მიიღო.

"გაიცანით, ეს არის ვახტანგ გოგეშვილი (ჩემი მამამთილი) სამი დღეა გვყავდა ევექსი • EVEX -ში, საიდანაც დღეს ხელების დაზიანებით და სისხლის ჩაქცევებით წამოვიყვანეთ. ეს არის არაპროფესიონალიზმის და გულგრილობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის რამდენი პაციენტია იქ ასეთ დღეში. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - თქვენ რას აკეთებთ მდგომარეობის გამოსასწორებლად? კლინიკაში არ უვლიან პაციენტებს, არც ახლობელს უშვებენ, რომ მოუარონ, დღეს ძლივს მოვახერხეთ შესვლა და ასეთ მდგომარეობაში დაგვხვდა. ან სად იყო ექიმი ან ექთანი? რატომ არავინ მიაქცია ყურადღება, დააბეს ცხოველივით და მიატოვეს. ადგილზე გაირკვა, რომ არც პირველი ვართ და არც უკანასკნელი. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ! ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე ჩავარდნილი დარგია, ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე ვიწვნიეთ!", - წერს ნატა წერეთელი.

Ambebi.ge ვახტანგ გოგეშვილის შვილს დიანა გოგეშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ 87 წლის მამა საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს.

"მამას სკლეროზის ნიშნები აქვს და აკრძალა ჭამა, ძალიან ცოტას ჭამდა, ამიტომ გვინდოდა, გადასხმები გაეკეთებინათ და გამოკვლევები ჩაეტარებინათ, რომ ცოტა მომაგრებულიყო. 22 თებერვალს "ევექსში" დავაწვინეთ. ერთი დღე "ემერჯენსში" იწვა და ღამე გაუკეთეს კვლევები. გვითხრეს, რომ არის ინფარქტის ნიშნები, პლუს პნევმონია, მეორე დღეს კარდეოლოგიურ განყოფილებაში გადაგვიყვანეს... ისევ უკეთებდნენ ამ გამოკვლევებს და შემდეგ გვითხრეს, რომ არა ინფარქტი, არამედ მხოლოდ პნევმონია იყო. ყოველ დღე სხვადასხვა დიაგნოზს გვეუბნებოდნენ" - განგვიმარტა დიანა გოგეშვილმა.

მისი თქმით, კვირას როდესაც პაციენტის ნახვის საათებში მამას საავადმყოფოში მიაკითხა, ტანს ზემოთ შიშველი და ყველა კიდურით დაბმული დახვდა. როდესაც განმარტება ითხოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პაციენტი დაბმული, ასეთი პასუხი მიიღო - "გარბოდა".

"ძალიან დასუსტებულია, უნდა დაეხმარო რომ წამოჯდეს. რომ მივედი ჩურჩულით მკითხა, რა დავაშავე რომ დამაბესო, ამხსენი გეხვეწებიო. ავხსენი, რა თქმა უნდა, წამოვაჯინე, დავამშვიდე. რომ ვკითხე ექთანს და ექიმს, რატომ დააბით-მეთქი, მიპასუხა გარბოდაო. სად გარბოდა, როდესაც კაცი ვერ დგება დახმარების გარეშე?! შემდეგ ექიმმა მითხრა, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს და ვერ დავუდგებით და ვერ მივაქცევთ ყურადღებასო და ამიტომ აბამენ, რომ იყვნენ დაწყნარებულები" - აღნიშნა დიანა გოგეშვილმა.

დაბმულმა მამამ დაზიანებები ჯერ კიდურების გათავისუფლების მცდელობისას მიიღო, შემდეგ კი გადასხმების გაკეთებისას. დიანას თქმით, სამედიცინო პერსონალმა პაციენტს დაზიანებული ხელები რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაუმუშავეს, რის გამოც მას სისხლი სდიოდა. ოჯახმა ვახტან გოგეშვილის სახლში წამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ევექსის ადმინისტრაციამ დღეს შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი სრულად იზიარებენ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და აცხადებენ, რომ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის მიმართ ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები ტარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის ძირითადი დაავადების მართვისას გართულებებს ადგილი არ ჰქონია, ჩვენი მხრივ, სრულად ვიზიარებთ აღნიშნული პაციენტის ოჯახის წევრებისა და საზოგადოების აღშფოთებას და ვაცხადებთ, რომ აღნიშნულ ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირის (მათ შორის, შესაბამისი განყოფილების ყველა ექიმისა და ექთნის, რომელთაც პაციენტზე ზრუნვა და ზედამხედველობა ევალებოდა) მიმართ ტარდება ძალიან მკაცრი დისციპლინური ზომები.

აღსანიშნავია, რომ პაციენტის რიგი ფსიქო-მოტორული მდგომარეობისას, თვითდაზიანებების რისკის შესამცირებლად საერთაშორისო პრაქტიკით მიღებულია კიდურების იმობილიზაცია (კიდურების დაფიქსირება), თუმცა, ამ პროცესში საჭირო იყო მედპერსონალის მხრიდან მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის გამოჩენა. ასევე, აღვნიშნავთ, რომ ქრონიკული კარდიოლოგიური პაციენტების მართვისას გამოიყენება რიგი მედიკამენტები, რომელთა ინფუზიისას ხდება სისხლძარღვოვანი ანთებები, რაც ვიზუალურად მძიმე შესახედია.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსისთვის" უმნიშვნელოვანესია პაციენტის უსაფრთხოება და კმაყოფილება. წუხილს გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მზად ვართ, სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ პაციენტის ყველა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაზე“,- ნათქვამია "ევექსის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაზარალებული ვახტანგ გოგეშვილის ოჯახის წევრები ევექსის მიერ განცხადების გავრცელებას არასაკმარისად მიიჩნევენ. ისინი ადმინისტრაციისგან კვირას და ორშაბათს მომუშავე სამედიცინო პერსონალის გათავისუფლებას, მათთვის ლიცენზიების ჩამორთმევას და სახელებისა და გვარების გასაჯაროვებას მოითხოვენ.