პატრიარქის კარდიოლოგი - უწმინდესი კარგადაა, დღეს მას ჩემი შემოწმება არ დასჭირვებია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა განუცხადა. როგორც პატრიარქის ექიმმა აღნიშნა, ის უწმინდეს კვირაში ორჯერ ამოწმებს, თუმცა დღეს მისი ჩარევა ილია მეორეს არ დასჭირვებია.
„პატრიარქი კარგადაა. არანაირი პრობლემა არაა. მე დღეს, როგორც ყოველ კვირას, ტრაპეზზე ვიყავი მასთან ერთად, ის ნორმალურად გრძნობდა თავს. დღეს მას ჩემი შემოწმება არ დასჭირვებია, თუმცა მას კვირაში ორჯერ ვამოწმებ. შესაძლოა პატრიარქმა რაღაც სისუსტე იგრძნო, თუმცა არაფერი სერიოზული. როდესაც ეკითხები, თუ რამე სერიოზულად არ აწუხებს, არაფერს ამბობს ხოლმე. შეიძლება მან თავი ცუდად იგრძნო, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ჩემი ჩარევა არ დასჭრვებია. პირიქით, თავს ძალიან მხნედ გრძნობდა“, -განაცხადა პატრიარქის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.