ნარკომანიის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკომანიის საწინააღმდეგო წამალი აღმოაჩინეს

ნაღვლის მჟავები კოკაინდამოკიდებულებასთან ბრძოლის უჩვეულო ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს. აღნიშნული მჟავები ცვლის ნარკოდამოკიდებულების ფორმირებისას ამოქმედებულ ტვინის „დაჯილდოების“ სისტემას (სისტემა, რომელზეც ნარკოტიკების ზემოქმედებისას სიამოვნების ჰორმონი - დოპამინი გამოიყოფა).

მეცნიერებმა თაგვებს ჩაუტარეს ოპერაცია, რათა გაეზარდათ ნაღვლის მჟავების შემცველობა წვრილ ნაწლავში, რითაც ორგანიზმში საერთო მჟავას მოცულობამ მოიმატა. ოპერაციით დაქვეითდა ცხოველების ლტოლვა ცხიმიანი პროდუქტებისადმი, რაც მეტყველებს მჟავების გავლენაზე ტვინის „დაჯილდოების“ სისტემის ჯაჭვზე.

ამავდროულად დაქვეითდა კოკაინის საპასუხოდ დოფამინის გამომუშავება.

მალე ხელოვნურ გულს შექმნიან

ადამიანის გულის მარცხენა პარკუჭის ბიომოდელი ნამდვილივით მუშაობს, რაც იმედს იძლევა, რომ გულის სრულფასოვანი შემცვლელიც მალე შეიქმნება. ამ ტექნოლოგიას ამუშავებს ჰარვარდის უნივერსიტეტი. მოდელი ნანობოჭკოების საფუძველზე გულის უჯრედების გაზრდით მიიღეს.

ტომსიკის ფორმის ფუძე ბიოგაწოვადი ჟელატინისა და რთული პოლიეთერისგან დაამზადეს. ზედაპირზე ჩაამონტაჟეს ინდუცირებული ღეროვანი უჯრედები. რამდენიმე დღის შემდეგ უჯრედების აქტიური ზრდის შედეგად ჩამოყალიბდა გულის ქსოვილის თხელი ფენა. ამასთან, ფუძე გაიწოვა და დარჩა პარკუჭი, რომელიც მეცნიერებმა აამუშავეს.

იზოპროტერენოლით სტიმულაცია ზრდიდა შეკუმშვების სიჩქარეს, ხოლო ქსოვილის ფიზიკური დაზიანება გულის შეტევის სიმპტომებს იძლეოდა. ამგვარად, მოდელი ნამდვილი გულის ნაწილივით რეაგირებდა. იგი მოათავსეს სპეციალურ ბიორეაქტორში, სადაც მოდელმა კიდევ 6 თვე გაძლო.

მკვლევრებმა ერთი დარტყმით კიბოს ოთხი სახეობა დაამარცხეს

ამერიკელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს პრეპარატი KBU2046, რომელიც ბლოკავს ძუძუს, წინამდებარე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავისა და ფილტვის კიბოს. დღეისათვის KBU2046 გამოსცადეს მღრღნელებზე, რომელთაც დასახელებული სახეობების კიბო ჰქონდათ.

KBU2046-ის პერორალური შეყვანით ითრგუნებოდა მეტასტაზების განვითარება და მცირდებოდა ძვლის იმ უბნის დაშლა, სადაც მეტასტაზები აღმოაჩინეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის ტოქსიკურობის დაქვეითების შედეგად მეცნიერებმა გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე დაიყვანეს.

პრეპარატის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ცილა HSP90β-ს ფოსფორირების პროცესის ცვლილებას (ფოსფორის მჟავას ნარჩენის გადატანას). პრეპარატი უკავშირდება ცილას და აჩერებს კიბოს უჯრედების მოძრაობას. ამასთან, ცილაზე უარყოფითად არ მოქმედებს.

უნიკალური თეთრეული ინფექციასა და დაუბანელი სხეულის სუნს უმკლავდება

კომპანია Organic Basics-მა წარმოადგინა უნიკალური თეთრეული, რომელიც ინფექციასა და ჰიგიენის პრობლემებს უმკლავდება. გამომგონებლებმა შექმნეს ქალისა და მამაკაცის ქვედა საცვლის ხაზი და ამისთვის გამოიყენეს კოსმოსური სააგენტო NASA-ს ზეტექტნოლოგიური გამოგონებები. თეთრეულის ძირითადი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შეგიძლიათ დიდხანს არ გარეცხოთ.

ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ვერცხლს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისება აქვს. ანალოგიური ტექნოლოგია გამოიყენება კოსმოსურ სადგურზე წყლის გასასუფთავებლად. ვერცხლის ქსოვილის თეთრეულს არ აქვს სუნი, კლავს მავნე ბაქტერიებს, ითვალისწინებს სხეულის ტემპერატურას და არ აძლევს მას გადაცივების ან გადახურების საშუალებას. სამომავლოდ კომპანია აპირებს ამავე ქსოვილის პირსახოცებისა და მაისურების გამოშვებას. აღსანიშნავია, რომ ვერცხლს შეუძლია სუპერბაქტერიებთან გამკლავებაც. მეცნიერებმა უკვე მოიფიქრეს, მისი მეშვეობით როგორ გააძლიერონ ანტიბიოტიკების მოქმედება. ამისათვის ანტიბიოტიკებს ცოტაოდენი ვერცხლი შეურიეს, რამაც პრეპარატის ეფექტურობა ათასჯერ გაზარდა.