როგორი ადამიანები ბერდებიან ნელა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი ადამიანები ბერდებიან ნელა

ქალაქ დანიდინის 1972-1984 წლებში დაბადებული 1000-მდე მცხოვრების მონაცემი. კვლევის დასაწყისში ექსპერიმენტის მონაწილეთა ასაკი 26-38 წელი იყო. 12 წლის განმავლობაში მათ გულდასმით აკვირდებოდნენ.

კვლევის დასაწყისში გერონტოლოგები ზომავდნენ მოხალისეთა ტელომერების (ქრომოსომების კიდურა უბანი) სიგრძეს. იგი მოკლდება უჯრედის ყოველი გაყოფისას და ითვლება ორგანიზმის დაბერების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. ათწლეულის განმავლობაში 18 ბიომარკერის მიხედვით (არტერიული წნევა, ნივთიერებათა ცვლის სიჩაქარე, ქოლესტერინის დონე, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელებისა და სხვა ორგანოების მუშაობა) რეგულარულად ითვლებოდა მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი და ორგანიზმის დაბერების სიჩქარე.

კვლევის ავტორების აზრით, მოხალისეთა დაბერების სიჩქარე, მხოლოდ 20%-ით იყო დამოკიდებული გენეტიკაზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სპორტს, სწორ კვებას, რეგულარულ სამედიცინო კვლევებს და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

მოძრაობა-სოცოცხლეა

ვინც ნაკლებად მოძრაობს სწრაფად ბერდება. ხანდაზმულ ასაკში ფიზიკური აქტივობა და მაღალი დონის აქტივობა ააქტიურებს გენ NFR1-ს. ეს უკანასკნელი იცავს დნმ-ის მოლეკულას დაზიანებისგან.

გარდა ამისა, სპორტი ააქტიურებს თიმუსს-მკერდუკანა ჯირკვალს, რომელშიც ღეროვანი უჯრედები Т-ლიმფოციტებად გარდაიქმნება. დროთა განმავლობაში ეს ორგანო ზომით მცირდება, მაგრამ არა აქტიურ სპორტსმენებში.

ნაკლები შაქარი, მეტი ნიგოზი

ახალგაზრდობის გახანგრძლივების საუკეთესო მეთოდია ნაკლები ტკბილეულის მიღება. ტკბილის ნაცვლად მეცნიერები გვირჩევენ უროლითინით მდიდარ პროდუქტებს. ის შედის ნიგოზში, ბროწეულსა და მარწყვში.

სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის წიწაკა, უფრო სწორად მასში არსებული ალკალოიდი კაპსაიცინი. ის ხელს უშლის გასუქებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებათა განვითარების რისკს.

მთავარია სიმშვიდე

რაც ნაკლებს ნერვიულობს ადამიანი, მით უფრო ნელა ბერდება. დეპრესიამ და სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გენ ANK3-ის მუშაობის ცვლილება, ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია უჯრედების მემბრანის ფუნქციონირებაზე. ნორმაში წლების განმავლობაში ამ გენის აქტივობა იზრდება, რაც სხეულის დაჩაჩანაკებას იწვევს. თუმცა ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს სტრესი, დეპრესია, სუიციდის მცდელობა, ANK3 გააქტიურბა უკვე ახალგაზრდა ასაკში აღენიშნებათ, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს. მკვლევარების აზრით, დღეგრძელობის გასაღები სწორედ ამ გენშია.

ლალი ჩხიკვაძე