როგორი ადამიანები ბერდებიან ნელა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

როგორი ადამიანები ბერდებიან ნელა

როგორი ადამიანები ბერდებიან ნელა
ყველა ერთნაირად როდი ბერდება. 2015 წელს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გაანალიზა ახალზელანდიის ქალაქ დანიდინის 1972-1984 წლებში დაბადებული 1000-მდე მცხოვრების მონაცემი. კვლევის დასაწყისში ექსპერიმენტის მონაწილეთა ასაკი 26-38 წელი იყო. 12 წლის განმავლობაში მათ გულდასმით აკვირდებოდნენ.

კვლევის დასაწყისში გერონტოლოგები ზომავდნენ მოხალისეთა ტელომერების (ქრომოსომების კიდურა უბანი) სიგრძეს. იგი მოკლდება უჯრედის ყოველი გაყოფისას და ითვლება ორგანიზმის დაბერების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად. ათწლეულის განმავლობაში 18 ბიომარკერის მიხედვით (არტერიული წნევა, ნივთიერებათა ცვლის სიჩაქარე, ქოლესტერინის დონე, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელებისა და სხვა ორგანოების მუშაობა) რეგულარულად ითვლებოდა მონაწილეთა ბიოლოგიური ასაკი და ორგანიზმის
დაბერების სიჩქარე.

კვლევის ავტორების აზრით, მოხალისეთა დაბერების სიჩქარე, მხოლოდ 20%-ით იყო დამოკიდებული გენეტიკაზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სპორტს, სწორ კვებას, რეგულარულ სამედიცინო კვლევებს და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

მოძრაობა-სოცოცხლეა

ვინც ნაკლებად მოძრაობს სწრაფად ბერდება. ხანდაზმულ ასაკში ფიზიკური აქტივობა და მაღალი დონის აქტივობა ააქტიურებს გენ NFR1-ს. ეს
უკანასკნელი იცავს დნმ-ის მოლეკულას დაზიანებისგან.

გარდა ამისა, სპორტი ააქტიურებს თიმუსს-მკერდუკანა ჯირკვალს, რომელშიც ღეროვანი უჯრედები Т-ლიმფოციტებად გარდაიქმნება. დროთა განმავლობაში ეს ორგანო ზომით მცირდება, მაგრამ არა აქტიურ სპორტსმენებში.

ნაკლები შაქარი, მეტი ნიგოზი

ახალგაზრდობის გახანგრძლივების საუკეთესო მეთოდია ნაკლები ტკბილეულის მიღება. ტკბილის ნაცვლად მეცნიერები გვირჩევენ უროლითინით მდიდარ პროდუქტებს. ის შედის ნიგოზში, ბროწეულსა და მარწყვში.

სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ზრდის წიწაკა, უფრო სწორად მასში არსებული ალკალოიდი კაპსაიცინი. ის ხელს უშლის გასუქებას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებათა განვითარების რისკს.

მთავარია სიმშვიდე

რაც ნაკლებს ნერვიულობს ადამიანი, მით უფრო ნელა ბერდება. დეპრესიამ და სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გენ ANK3-ის მუშაობის ცვლილება, ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია უჯრედების მემბრანის ფუნქციონირებაზე. ნორმაში წლების განმავლობაში ამ გენის აქტივობა იზრდება, რაც სხეულის დაჩაჩანაკებას იწვევს. თუმცა ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს სტრესი, დეპრესია, სუიციდის მცდელობა, ANK3 გააქტიურბა უკვე ახალგაზრდა ასაკში აღენიშნებათ, რაც ნაადრევ დაბერებას იწვევს. მკვლევარების აზრით, დღეგრძელობის გასაღები სწორედ ამ გენშია.

ლალი ჩხიკვაძე
ტეგები: სიბერე გენი
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 15-02-2019
nik
დაჩაჩანაკება - ეტყობა რაღაც ახალი სამედიცინო ტერმინია
მსგავსი სიახლეები
გასტროენტეროლოგიური პრობლემები, მრავალი გარემოებისა და მიზეზის გამო, საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში.
10-07-2019
ფიტოქიმიური ნივთიერებები კიბოს საპროფილაქტიკოდ და ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ მეტად პოპულარულია,
05-04-2019
სოკოვან დაავადებას იწვევს განსაკუთრებული მიკროორგანიზმები - სოკოები, პათოგენური ან პირობითპათოგენური.
13-02-2019
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი ადამიანი ინტერნეტით უკვეთავს საკვებს და ახორციელებს ონლაინ შესყიდვებს. ექსპერტების აზრით, უახლოეს
დეა პაპასკირი: პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი და კლინიკა „დეამედის“ დამფუძნებელი,
ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს,
მეცნიერებმა ბრაზილიური ობობას შხამის საფუძველზე შექმნეს პოტენციის ასამაღლებელი ახალი გელი.
5-6 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონი ბათუმი" საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის
ოფიციალურ ღონისძიებაზე, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად