თებერვლი ბრიტანული ბრენდების თვე სახალხო აფთიაქში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თებერვლი ბრიტანული ბრენდების თვე სახალხო აფთიაქში

დამოკიდებული. სამწუხაროდ, საკვები ყოველთვის ვერ გვაწვდის ყველა საჭირო ნი¬ვთიერებას, ყოველთვის არ ვიკვებებით სწორად, ამიტომ ვცდილობთ, ეს დანაკლისი ვიტამინებითა და ბიოაქტიური დანამატებით შევივსოთ.

ბიოაქტიური დანამატები ორგანიზმს ეხმარება, ქიმიური წა¬მლების გარეშე გაუმკლავდეს მსუბუქ მდგომარეობებს, ანელებს ორგანიზმის დაბერებას, ამცირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკს, ზრდის შრომის უნარს, ორგანიზმის გამძლეობას, ააქტიურებს დამცველობით ფუნქციებს. იგი ხელს უწყობს ორგანიზმის მდგომარეობის შენარჩუნებას ფიზიოლოგიური ნორმის პირობებში ანუ ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების და არასასურველი პირობებისადმი წინააღმდეგობის უნარის ზრდას.

აი, ეს არის ბიოდანამატების ძირითადი დანიშნულება. მთელი ცივილიზებული სამყარო ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაავადების პროფილაქტიკას, რადგან მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში თვითმკურნალობას მივმართავთ. ბიოაქტიური დანამატები ქიმიური წა¬მ¬ლები არ არის, ეს ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი პრეპარატებია, რომელთა სწორად შერჩევა ბევრ თავსატეხს აგვაცილებს თავიდან.

დიდი ხანი არ არის, რაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა ბიოდანამატებისა და ვიტამინური პრეპარატების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებლების - ვიტაბიოტიკსისა და ჰელსეიდის მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელთა შემოტანა საქართველოში სახალხო აფთიაქმა განახორციელა.

ვიტაბიოტიკსი და ჰელსეიდი

"ვიტაბიოტიქსი" ინოვაციური, ეფექტური და უსაფრთხო პროდუქციის გამოშვების 40 წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც თავისი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. "ვიტატბიოტიქსი" არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო და ევროპული ჯილდოს მფლობელი კომპანიაა. 2013 წელს მან დედოფლის საპატიო პრიზიც მიიღო ვიტამინების კვლევაში ინოვაციებისთვის, კერძოდ, ქალებში ჩასახვისა და ჯანმრთელი ორსულობის ხელშეწყობის სპეციალური ფორმულის შექმნისთვის.

გაიცანით არნოლდ ბეკეტი - ადამიანი, რომელმაც ვიტაბიოტიქსის ვიტამინების უნიკალური ფორმულები შექმნა:

1967 წელს ბრიტანელი ველომრბოლელი ტომ სიმპსონი დე ფრანსის ტურში მონაწილეობისას დაიღუპა. გულის შეტევის მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოება იყო, რაც ალკოჰოლსა და დოპინგის მიღებამ გამოიწვია.

იმავე წელს მსოფლიოს ოლიმპიურმა კომიტეტმა სამედიცინო კომისია შექმნა და თანამშრომლობა უკვე სახელმოხვეჭილ ფარმაკოლოგს არნოლდ ბეკეტს შესთავაზა. ბეკეტის მონაწილეობით შეიქმნა სპორტსმენებისათვის აკრძალული ნივთიერებების სია და მისი გამოყენების კონტროლი მეხიკოში, 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებში დაიწყეს.

1988 წელს არნოლდ ბეკეტის თაოსნობით გამოიკვლიეს ბენ ჯონსონი - სეულის ოლიმპიადის ასმეტრიან დისტანციაზე რბენაში გამარჯვებული. მის შარდში სტეროიდული ჰორმონი აღმოაჩინეს და კანადელ სპორტსმენს გამარჯვებიდან სამი დღის შემდეგ ოქროს მედალი ჩამოართვეს.

მალე ანროლდ ბეკეტი ოლიმპიური ასოციაციის და ,,ფიფას" სამედიცინო ჯგუფის წევრი გახდა. მისი მეგობარი, რობერტ ვუდვარფი იხსენებს: ,, ბარსელონაში, ოლიმპიური თამაშების წინ სპორტული მედიცინის კონგრესზე შევხვდი არნოლდ ბეკეტს. ბეკეტი ამ შეკრებაზე სპორტსმენებისათვის სამკურნალო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენების საკითხის განხილვას აპირებდა. ჩვენ ერთად ვისადილეთ და გავოცდი, როდესაც შევიტყვე მისი დაინტერესება ჯანსაღი კვებით, ვიტამინებისა და მინრალების როლით ადამიანების, განსაკუთრებით კი, სპორტსმენების ჯანმრთელობაში".

არ გასულა მცირე დრო და "ვიტაბიოტიქსთან" ერთად, რომელიც სულ მალე დიდ ბრიტანეთში ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებლებს შორის #1 კომპანიად აღიარეს, არნოლდ ბეკეტმა სპორტსმენებისათვის უნიკალური ფორმულები შექმნა. ეს პროდუქტები დიდი ბრიტანეთის, ევროპის საუკეთესო სპორტსმენების წარმატების ნაწილი გახდა, მათ ,,ლეგალურ დოპინგსაც" კი უწოდებენ.

პროფესორი ბეკეტი 460-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

ლონდონის კინგს კოლეჯის ფარამციის სკოლის ხელმძღვანელი 25 წლის განმავლობაში სამეფო ფარმაცევტული საზოგადოების პრეზიდენტია. ის არის ჟურნალ ,,სამედიცინო ქიმიის" დამფუძნებელი და რედაქტორი.

ვიტამინებისა და ბიოდანამატების წამყვანი ბრიტანული ბრენდია HეალტჰAიდ, რომელის 37 წელია აწარმოებს მსგავს პროდუქციას და დღეს უკვე მსოფლიოს ბაზარზე მის მიერ წარმოებული 560-მდე პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ.

უასფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტები გამოარჩევს ამ მწარმოებლების პროდუქციას.

რაც შეეხება "სახალხო აფთიაქს," ის მზარდი სააფთიაქო ქსელია, რომელმაც 2013 წლიდან რებრენდინგი ჩაატარა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და მოსახლეობისთვის ნატურალური, მაღალი ხარისხის და ეფექტური პროდუქციის მიწოდებაზე გახდა ორიენტირებული.

"კვირის პალიტრა" ბოლო რამდნეიმე თვის განმავლობაში ეტაპობრივად გაცნობდათ ამ ბრიტანულ პრეპარატებს და ალბათ თავადაც დარწმუნდით მათ ეფექტიანობასა და ხარისხში - ამაზე მკიტველის გამოხმაურებებიც მოწმობს. ახლა კი ერთი სასიამოვნო სიახლე გვინდა გაცნობოთ:

თებერვალში სახალხო აფთიაქი აცხადებს აქციას აღნიშნულ პრეპარატებზე და მათ შეძენას 20-30%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.