გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დეკემბერ-იანვარში, „112“-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დეკემბერ-იანვარში, „112“-ში სასწრაფო დახმარების გამოძახების 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა

„112“-ში 48 748 შეტყობინება დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ „112“-დან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, საერთო ჯამში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მოთხოვნით, „112“-ის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირდა: 2018 წლის დეკემბერში 145 912 შეტყობინება, ხოლო 2019 წლის 20 იანვრამდე - 110 424 შეტყობინება. ამ გამოძახებებიდან გრიპის ვირუსთან ან/და გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან დაკავშირებით 2018 წლის დეკემბერში 24 437, ხოლო 2019 წლის 20 იანვრამდე 24 311 შეტყობინება დაფიქსირდა, რაც ჯამში 48 748-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეებთან შედარებით, დეკემბერ-იანვარში გრიპის ვირუსთან დაკავშირებული გამოძახებების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში მსგავსი შინაარსის 3-ჯერ ნაკლები, 7 828 შეტყობინება დაფიქსირდა.

„112“-ის განმარტებით, აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს მოქალაქეებისგან მიღებულ მხოლოდ პირველად ინფორმაციას.