ექსპერტებმა ბაქტერიების ორი აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს, რომლებიც ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექსპერტებმა ბაქტერიების ორი აქამდე უცნობი შტამი აღმოაჩინეს, რომლებიც ანტიბიოტიკებზე არ რეაგირებენ

ბაქტერიები არ რეაგირებენ არც პენიცილინზე და არც ცეფალოსპორინზე.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს ბაქტერიები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობენ, ჩვეულებრივ, საფრთხეს არ ქმნიან, თუმცა, სისხლში მოხვედრისას მენინგიტის, ხოლო ფილტვებში მოხვედრისას - პნევმონიის განვითარებას იწვევენ.

აღმოჩენის ავტორები არიან სიჩუანის უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლებიც სტანდარტულ შემოწმებას ახორციელებდნენ დასავლეთ ჩინეთის ჰოსპიტალში. გენეტიკური ანალიზის წყალობით შესაძლებელი გახდა ორი უნიკალური სახეობის ბაქტერიის გამოყოფა. ესენია Enterobacter huaxiensis  და Enterobacter chuandaensis. სხვა ტიპის ენტერობაქტერიებისგან ეს ორი შტამი განსხვავდება არა მხოლოდ დნმ-ის თავისებურებებით, არამედ გარკვეული შაქრებისა და კალიუმის მარილთა დაშლა-გახლეჩის უნარით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია წინასწარმეტყველებს "პოსტანტიბიოტიკური ერის" დაწყებაზე, ანუ ისეთი პერიოდის მოახლოებაზე, როდესაც ვერც ერთი ანტიბიოტიკი ვეღარ "იმუშავებს". მედიცინისათვის სადღეისოდაც ცნობილია ისეთი ინფექციები, რომლებიც არ ემორჩილება მკურნალობას. მათ შორისაა პნევმონიის, ტუბერკულოზის, გონორეისა და სალმონელოზის შემთხვევები.

თინათინ გოცაძე