რა უქმნის კაცობრიობას საფრთხეს - მეცნიერებმა გლობალური საფრთხეები გამოყვეს
საყურადღებო ფაქტორების სია.
სიაში 10 გლობალური საშიშროება გამოიკვეთა. მათგან ერთი ვაქცინაციაზე უარის თქმაა. ექსპერტთა განცხადებით, ამ ტრენდის გაგრძელება საფრთხის ქვეშ აყენებს დაავადებათა ეპიდემიებთან მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს. მაგალითად, წითელას შემთხვევათა მატება ხომ ძირითადად ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგია.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ვაქცინაციის წყალობით ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანს უნარჩუნდება სიცოცხლე. ასე რომ, ნუ იტყვით უარს სავალდებულო აცრებზე. დროულად ჩაუტარეთ ბავშვებს ყველა კალენდარული აცრა!
თინათინ გოცაძე