რა თანხა იხარჯებოდა სასკოლო და ეროვნულ გამოცდებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა თანხა იხარჯებოდა სასკოლო და ეროვნულ გამოცდებზე

617 მილიონ 230 ათასი ლარია განსაზღვრული.

საბიუჯეტო დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ზოგადი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფაზე. აღნიშნულია, რომ შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა და დაინერგება დიფერენცირებულ მიდგომებზე დაფუძნებული სასწავლო მოდელი ტექნიკური და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სახელოვნებო და პროფესიული განათლების გაძლიერების მიმართულებებით.

აქვე ნათქვამია, რომ კომპლექსური შეფასების საფუძველზე განვითარდება, როგორც დამამთავრებელი, ისე ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. საგამოცდო პროცესში კი გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

საერთო ჯამში გამოცდების ორგანიზებისთვის 11 მილიონ 935 ათასი ლარია განსაზღვრული.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელი შეეწყობა პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გაძლიერებას.

საერთო ჯამში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ 755 ათასი ლარია განსაზღვრული.

როგორც ცნობილია, განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, საატესტატო გამოცდები გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.

განათლება ის უმთავრესი რგოლია, რაზეც დგას ჩვენი სახელწიფო და ჩვენი შვილების მომავალი. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი გადაწყვეტილებები სასიკეთო შედეგებს მოგვიტანს.

გამოცდები, გამოცდები...

გამოკითხულ უფროსკლასელთა 43% -ისათვის ნებისმიერი გამოცდა სტრესია.

გამოცდის წინ გამოსაცდელი პირები განიცდიან:

  • შიშს - 78%
  • უმადობას - 26%
  • აგზნებადობას - 25%
  • უძილობას - 19%
კატ-ის გამოცდა კი გაუქმდა, მაგრამ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება მოსწავლეებს კვლავ მოუწევთ, ამიტომ ვურჩევთ წაიკითხონ სტატია:

გამოცდა რომ წარმატებული იყოს

გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები გამოცდების გაუქმების შესახებ.