"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი "კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან" თანამშრომლობას იწყებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი "კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან" თანამშრომლობას იწყებს

"კაიზერის პედიატრიული კლინიკის" დამფუძნებელი, პედიატრი ქრისტიან კაიზერი გერმანიიდან ეწვია.

პედიატრი და ბავშვთა ენდოკრინოლოგი ქრისტიან კაიზერი, რომელიც წლების მანძილზე "ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკასთან" ასოცირდებოდა, თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია "ნიუ ჰოსპიტალსს". ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრსა და ექიმ კაიზერს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტების მკურნალობის პროცესში მის ინტენსიურ ჩართულობას გულისხმობს. კერძოდ, ექიმი კაიზერი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ კონსულტაციებსა და განსაკუთრებული ქეისების განხილვებში.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წასულები იყვნენ გერმანიაში, "კაიზერის პედიატრიული კლინიკაში". მომავალში ასეთი სახის სტაჟირებები რეგულარულ სახეს მიიღებს.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი პაციენტებს 2019 წლის თებერვლიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და მომავალში ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.