"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი "კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან" თანამშრომლობას იწყებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი "კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან" თანამშრომლობას იწყებს

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი "კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან" თანამშრომლობას იწყებს
"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, კლინიკას "კაიზერის პედიატრიული კლინიკის" დამფუძნებელი, პედიატრი ქრისტიან კაიზერი გერმანიიდან ეწვია.

პედიატრი და ბავშვთა ენდოკრინოლოგი ქრისტიან კაიზერი, რომელიც წლების მანძილზე "ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკასთან" ასოცირდებოდა, თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია "ნიუ ჰოსპიტალსს". ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრსა და ექიმ კაიზერს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტების მკურნალობის პროცესში მის ინტენსიურ ჩართულობას გულისხმობს. კერძოდ, ექიმი კაიზერი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ კონსულტაციებსა და განსაკუთრებული ქეისების განხილვებში.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პედიატრები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წასულები იყვნენ გერმანიაში, "კაიზერის პედიატრიული
კლინიკაში". მომავალში ასეთი სახის სტაჟირებები რეგულარულ სახეს მიიღებს.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი პაციენტებს 2019 წლის თებერვლიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და
მომავალში ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სკო­ლი­ო­ზი უამ­რავ ადა­მი­ანს, მათ შო­რის, მო­ზარდს აწუ­ხებს. თუმ­ცა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა არ ხდე­ბა,
18-04-2019
მრავალპროფილური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსის" ახალი კორპუსი გაიხსნა და პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება.
19-03-2019
ბავშვის ავადმყოფობაზე საშინელი დედისთვის ალბათ არაფერია. განსაკუთრებით კი მაშინ,
06-03-2019
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
"ბავშვი მოუკლავს სპეციალურად და გაჰყვა ვიღაც ბიჭს... სახლიდან წაღებული ოქრო დაულომბარდებია
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ საკუთარი შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს.
12 მაისს მახათაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე,
ნორ­მა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად გა­მო­ყოფს ოფლს.
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად