4 წლის გარდაცვლილი ბავშვი, რომელზეც, მეზობლების თქმით, მშობლები გამუდმებით ძალადობდნენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

4 წლის გარდაცვლილი ბავშვი, რომელზეც, მეზობლების თქმით, მშობლები გამუდმებით ძალადობდნენ

4 წლის გარდაცვლილი ბავშვი, რომელზეც, მეზობლების თქმით, მშობლები გამუდმებით ძალადობდნენ
აი ეს შემზარავი ფოტო - 4 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა და საქმე აღძრულია მშობლის
მხრიდან ძალადობის ეჭვის არსებობის გამო. მეზობლების თქმით, ბავშვებზე მშობლები გამუდმებით ძალადობდნენ, ამ ფოტოზეც ჩანს, რომ ბავშვს აქვს დაზიანებები. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ეს ფოტო აქამდე რომ გავრცელებულიყო, ეს ბავშვი დღეს ცოცხალი იქნებოდაო - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ერთია მშობლების ძალადობა და მეორეა კიდევ საზოგადოებისა და იმ სტრუქტურების გულგრილობა, რომელსაც ევალება ამ პრობლემების პრეპვენცია.

ახლა კი გთავაზობთ ოფიციალურ ინფორმაციას ამ საქმის შესახებ:

სანზონაში 4 წლი გოგონას გარდაცვალების
შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის
დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.
თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.
22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.
მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა" - ნათქვამი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს,
20-04-2018
სრულიად საქართველო შეძრა საშინელი ძალადობის კიდევ ერთმა შემთხვევამ, რომელიც ბარნოვის ქუჩაზე მოხდა - წინასწარი ინფორმაციით, მამინაცვალმა ბავშვების თვალწინ მოკლა 25 წლის გოგო.
14-04-2018
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
კატეგორიის სხვა სტატიები
და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მარ­ტი­ვი, რო­გორც დღე­საა,
ავსტრალიური პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით იყიდება, მათ შორის, საქართველოშიც. მთავარი მიზეზი იმისა,
"ნატურავერდეს" ბიოკოსმეტიკა უკვე საქართველოშია - "ავერსი" იტალიური ბრენდის პროდუქციას გთავაზობთ.
"ნიუ ჰოსპიტალსში" ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა
ინდოეთში ქორწილის დროს ტრაგედია მოხდა: მექორწილეები წყალსაცავის ხიდიდან მაშინ გადაცვივდნენ,
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად