„21 იანვარს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდება. შესაბამისად, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით სასწავლო დაწესებულებებს, სწავლის პროცესის დაწყებამდე, შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ.
ამასთანავე, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების