წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება

წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.

„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს,
რომ თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

„თუ ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან გეგმური ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც
კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან“,- განაცხადა სერგეენკომ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო-საინფორმაციო სამსახური "მედიქოლი" პარტნიორი კლინიკების მხარდაჭერით და სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი" საპენსიო ასაკის ადამიანებს
24-07-2019
სამედიცინო-საინფორმაციო ქოლ-ცენტრი "მედიქოლი" (2 500 500) და სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი"
23-07-2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
11-01-2019
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსოფლიოში ერთერთი დიდი ზომის ობობას შხამის მოლეკულები შეიძლება გახდეს
ახალი მოდელის დემონსტრირება-წარდგინება ტოკიოში გამოფენაზე მოხდა და იაპონიაში რუბიკის კუბიკის გამოჩენის
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი საშუალება, რომელიც იქნება ორალური კონტრაცეპტივი მამაკაცებისათვის.
ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტისა და დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის
„მკურნალის“ თვის ექიმი ამჯერად „ჩაჩავას კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი“ გაგა ყულიაშვილია, რომელიც ყურის მწვავე ანთებაზე გვესაუბრება:
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად