სიახლეები

დავით სერგეენკო - სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს

დავით სერგეენკო - სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს
როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა
გაიხარჯა.

„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის
დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.

ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.


მსგავსი სიახლეები
იაშვილის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. როგორც
17-01-2019
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ამ დროისთვის დიდ დიღომში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად
17-01-2019
ტყიბულის მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა სავარაუდოდ, სამთო დარტყმამ გამოიწვია.
05-04-2018