სიახლეები

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - ამირან გამყრელიძე
1-ელი იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოში წითელას 312 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა, გავრცელების არეალები კი კახეთი, იმერეთი და სამეგრელოა. ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად, 20-დან 40 წლამდე ასაკის პირებშია გავრცელებული.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, გამორიცხული არ არის, რომ დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.

„ვაპირებთ, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. წითელას გავრცელების
8%-9% დაახლოებით, 0-დან 1 წლამდე ბავშვებზე მოდის, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დედებს არ ჰქონდათ გაკეთებული, არც წითელა ჰქონდათ გადატანილი და ამიტომ მოხდა მისი ბავშვებში განვითარება. წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო
ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას. აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მსგავსი სიახლეები
აცრის საწინააღმდეგო მოძრაობა მთელს მსოფლიოში იკრებს ძალებს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აცრის საშიშროებაზე
11-03-2019
1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა.
12-02-2019
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა შეადგინეს კაცობრიობისათვის საფრთხის შემცველი ყველაზე
04-02-2019