"იაშვილის კლინიკაში გუშინ შემოვიდა 6 პაციენტი, 5 დილით გაეწერა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას აგრძელებს ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ჭრილობა და ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ახლა ბავშვი სტაბილურადაა. ყველა საჭირო კონსულტაცია და კვლევა ჩატარებული აქვს. ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და მჯერა,
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.