აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს

კლინიკაში კონსილიუმი გაიმართა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.

„ახლა კლინიკაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. ამ პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა, არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით გააგრძელებს მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და პარამეტრებს დინამიკაში დავაკვირდებით. კონსილიუმის შედეგად, ჩვენ დღეს დამატებით დაგვჭირდება ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის აქტიური ჩარევა. დამატებით ნეიროქირურგისა და ყბა-სახი ქირურგის ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა ჩხაიძემ.