აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს

აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკაში კონსილიუმი გაიმართა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.

„ახლა კლინიკაში რჩება მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. ამ პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ერთი პრობლემა, რომელიც გუშინვე გამოვლინდა, არის სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდ გუშინაც დაიწყო ღონისძიებები და ახლაც გრძელდება. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, თუმცა, დაზიანების ხარისხის და სისხლის დანაკარგის გათვალისწინებით გააგრძელებს
მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და პარამეტრებს დინამიკაში დავაკვირდებით. კონსილიუმის შედეგად, ჩვენ დღეს დამატებით დაგვჭირდება ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის აქტიური ჩარევა. დამატებით ნეიროქირურგისა და ყბა-სახი ქირურგის ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა ჩხაიძემ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის სახელობის
18-01-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019
გიორგი ჟამერაშვილის მიერ დიდ დიღომში აფეთქებისას გადაღებულმა ფოტომ სოციალური
18-01-2019
კატეგორიის სხვა სტატიები
ახალი ზელანდია დაასახელეს იმ ქვეყნად, რომელიც ცივილიზაციას გადაურჩება.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს 40 წელს გადაცილებული 1,8 მილიონი ბრიტანელის მონაცემები, რომლებმაც სისხლში ქოლესტერინის დონე განსაზღვრეს
ManageMy Pain – კომპანიის ManagingLife-ის მიერ შემუშავებული პროგრამაა. 246 ქრონიკული ტკივილის მქონე მოხალისის მონაწილეობით ჩატარდა კვლევა.
შვედეთის უფსალისა და უმეოს უნივერსიტეტების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულის შეტევის განვითარების რისკი იზრდება კვირის გარკვეულ დღეს.
90 კილოგრამამდე წონაში ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად