მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორ ბავშვს ზედაპირული ჭრილობები აღენიშნება. გარდა ამისა, როგორც ივანე ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში ელოდებიან მეოთხე ბავშვსაც, რომელიც მართვით სუნთქვაზეა.
"ამ დროისთვის შემოყვანილია სამი პაციენტი. ერთი 3-4 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას აღენიშნება თავის ქალის დაზიანება, თუმცა კომპიუტერული გამოკვლევის შემდეგ გამოირკვა, რომ
ორი ბავშვი, და-ძმა "ემერჯენსშია". მათ ზედაპირული ჭრილობები აქვთ და მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. კიდევ ერთი ბავშვის შემოყვანას ველოდებით, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმეა. ერთადერთი, რაც მის შესახებ ვიცით, აპარატით სუნთქვაზეა", - განაცხადა ჩხაიძემ.