სიახლეები

დავით სერგეენკო - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვიდან მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება

დავით სერგეენკო - იაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვიდან მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება
იაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვიდან მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ არასრულწლოვნების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში მეოთხე ბავშვსაც ელოდებიან.

„იაშვილის კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი. ორის მდგომარეობა მსუბუქია, ზედაპირული ჭრილობები აღენიშნებათ, რომელიც დამუშავდა. მესამის მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორის არის. არის ქალას ტრავმა. ჩატარებული კვლევების შედეგად, საბედნიეროდ, მძიმე დაზიანება არ აღმოჩნდა. გონზეა, კონტაქტურია და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აქ კიდევ ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელსაც ახლა შემოიყვანენ მიმღებში. მასზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ
არ მაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკო ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული დაშავებულების მონახულებასაც გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული სრულწლოვანია.

ამ ეტაპზე დაასტურებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„ჩვენთვის როგორც
ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება", - განაცხადა კუპატაძემ.
მსგავსი სიახლეები
მხედველობის სისტემის ჩამოყალიბება ხდება 1-5 წლის ასაკში, როდესაც ფორმირდება ძირითადი ფუნქციები: მხედველობის
24-10-2019
ბავშვისთვის ყველაზე კარგი მაგალითი მშობლის ქცევაა და არა რჩევა-დარიგებები. როგორ აღვზარდოთ
20-08-2019
ზაფხული პერიოდია, რომელიც ჩვენს შვილებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს.
13-07-2019