როდის შემოვა ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის შემოვა ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობა

ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, ვაქცინის დამატებით რაოდენობას სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოიტანენ.

„ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ ნახევარში პოპულაციის 85% იცრება, დანარჩენი 15% კი არის რისკჯგუფი. ვაქცინაციის იმ რაოდენობაში, რასაც ჩვენ შემოვიტანთ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულები არიან ორსულები და მელოგინეები, თუმცა რეალური საჭიროებების მიხედვით განვსაზღვრავთ და არავინ დარჩება ისე, რომ ეს მნიშვნელოვანი ინტერვენცია სჭირდებოდეს და ვერ მიიღოს. კონტრაქტის მიხედვით, ორშაბათს ვაქცინის ჩამოსვლას ველოდებით“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის გამწვავების შედეგად სამინისტროს მიერ დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა. „ყოველი სეზონური გამწვავება ჩვენ დაახლოებით, 10 000 მილიონი ლარი გვიჯდება ხოლმე. “ტამიფლუს” შემთხვევაში ამას ერთი მილიონი ლარი ემატება. რაც შეეხება ვაქცინაციას, ალბათ მასზე 700 000 ლარი იხარჯება”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.