სიახლეები

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, რადგან ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება - დავით სერგეენკო

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, რადგან ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება - დავით სერგეენკო
თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლივობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და
ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”,- აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს
შეადგენს. გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო კი 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
მსგავსი სიახლეები
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის,
20-01-2020
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
17-01-2020
4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის,
11-01-2020