როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირდა.
„დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ამოცანაა შევაჯამოთ და გავაანალიზოთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სიტუაცია. რაც შეეხება გრიპით გაზრდილ ავადობას, თქვენი ჩართულობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასეთი კოორდინირებული
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 112-ის გამოძახებების რაოდენობა, რომელიც აღწევდა 3 200-3 500-ს, დაახლოებით 400-გამოძახებით შემცირდა.
ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსული მედიკამენტის „ტამიფლუს” 10 000 კოლოფი შეისყიდეს, რომელიც უსასყიდლოდ გაცემის მიზნით დაურიგდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, აფთიაქებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს. ასევე, შემოტანის დღიდან დღემდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან მედიკამენტი გაიცა 2012 პირისთვის, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებიდან კი დახლოებით 100 პირზე. უწყების განმარტებით, მიმდინარე დღეებში ხარჯვის დინამიკის გათვალისწინებით ასევე განიხილება მედიკამენტის დამატებითი მარაგების შესყიდვის საკითხი.
მათივე თქმით, შეკვეთილია 3000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლის შემოტანის ზუსტი თარიღი გაჟღერდება უახლოეს დღეებში.