სიახლეები

გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები

გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები
გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შემცირებულია 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი და ის ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს.

„კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი
ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას - 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი",-აღნიშნა გამყრელიძემ.
მსგავსი სიახლეები
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის,
20-01-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის,
20-01-2020
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
17-01-2020