გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპით გარდაცვლილი 17 ადამიანი - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები

- ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შემცირებულია 100 000 მოსახლეზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი და ის ბოლო მონაცემებით, 253-ს შეადგენს.

„კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში, ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა. მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი ქვეყანაში არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. გასულ კვირაში ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. ჩვენ პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირას - 100 000 მოსახლეზე 277 და ასევე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 41%. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას გვაქვს 253 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ასევე, 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი",-აღნიშნა გამყრელიძემ.