„მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა საუბარი ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ამოქმედებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქმნება ჯანმრთელობის ერთიანი ცენტრალიზებული ჩანაწერების სისტემა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება ყველა
მისივე თქმით, 2019 წლის 1 მაისიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის, 2019 წლის 1 სექტემბრიდან ამას დაემატება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, გარდა დერმატო-კოსმეტოლოგიური სერვისის მიმწოდებლებისა, 2020 წლის 1 იანვრიდან კი - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის.
„ეს იქნება შეჯამებული ინფორმაცია სტაციონარული თუ ამბულატორიული მკურნალობის ეპიზოდის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია როგორც შემდგომში პაციენტის მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფად. ერთი ვიზიტის შემდეგ პაციენტი შეიძლება მეორე სხვა ექიმთან მივიდეს. პაციენტის სურვილის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაზიარებული იქნება, რათა მან უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ასეთ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის პროცესი გაცილებით სრულყოფილი იქნება“, - აღნიშნა ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა და ძალაში 15 იანვრიდან შევა.