სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019

კითხვა-პასუხი

სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.

"სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა
ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში "ბაიები" საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

"ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა "ბაიებში" ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს
ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა", - განაცხადეს პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი" სამშობიაროს კლინიკის "ბაიები" დირექტორს, ნია ონიაშვილს დაუკავშირდა.

"მე, როგორც გავიგე, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა ლაბორატორიულად არის თუ არა ეს დადასტურებული, არ ვიცი. ჩემი პაციენტი არ იყო და დაზუსტებით ვერ გეტყვით", - განაცხადა ნია ონიაშვილმა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
H1N1-ით, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში
14-01-2019
როგორც არაერთხელ გითხარით, ამ სეზონზე გავრცელებული ღორის გრიპი ხასიათდება გართულებებით,
13-01-2019
გრიპის სხვადასხვა სახის ვირუსი ყოველწლიურად ვრცელდება და ყოველთვის ახლავს თან
12-01-2019
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გავა ცვლილება, რომლის მიხედვითაც წითელას აცრა ყველასთვის უფასო
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
გიორგი ჟამერაშვილის მიერ დიდ დიღომში აფეთქებისას გადაღებულმა ფოტომ სოციალური
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული