რა ხდება მსოფლიოში - კიდევ სად უტევს გრიპი მოსახლეობას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება მსოფლიოში - კიდევ სად უტევს გრიპი მოსახლეობას?

გთავაზობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყნებში რა მდგომარეობაა ეპიდემიოლოგიური თავლსაზრისით. ეს არის 7 იანვრის მონაცემები:

ჩრდილოეთ ნახევრსფეროს ზომიერ სარტყელში გრიპის აქტიურობა მატულობს.

მოიმატა გრიპის აქტიურობამ ჩრდილოეთ ამერიკაში უპირატესად H1N1-ის ხარჯზე.

ასევე მოიმატა გრიპის აქტიურობამ ევროპაში და ცირკულირებს როგორც H1N1 ასევე H3N2.

ძირითადად H3N2 ვირუსია გავრცელებული ჩრდილოეთ აფრიკაში, უპირატესად ეგვიპტეში.

დასავლეთ აზიაში გრიპის გავრცელების ინტენსივობამ საშუალო მაჩვენებელს მიაღწია.

გრიპის სეზონი ახლა დაიწყო აღმოსავლეთ აზიაში და აქაც ძირითადად H1N1 ვირუსი ვრცელდება.

მკვეთრად იმატა გრიპის შემთხვევებმა სამხრეთ აზიაში, H3N2 გამოვლინდა ირანში და H1N1 ინდოეთში.

სამხრეთ ნახევარსფეროს ბევრ რეგიონში გრიპის მაჩვენებელი დაუბრუნდა სეზონთაშორის დონეს. გამონაკლისია ავსტრალია.

ეს მონაცემები მოწოდებულია 102 ქვეყნის ლაბორატორიებიდან გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მიხედვით.

აშშ-ში 7 მილიონამდე ადამიანს ჰქონდა მიმდინარე სეზონზე  H1N1 გრიპი და აქედან 84 000-მდე ჰოსპიტალიზებული იყო. გასულ კვირას მთელ ქვეყანაში 4,1%-ით გაიზარდა ავადობის მაჩვენებელი და 31 შტატში დაფიქსირდა გრიპის აფეთქება. ოკლაჰომას შტატში 1 სექტემბრიდან მოყოლებული, სიკვდილის 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გასულ კვირას ელპასოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დააფიქსირა. პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო და ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები.

უკრაინაში, კერძოდ ჩერნიგოვის ოლქში არის ავადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი და აქაც არის გარდაცვალების 12 შემთხვევა.

ვეცდებით, პერიოდულად მოგაწოდოთ ინფორმაცია მსოფლიოში გრიპის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ.

mkurnali.ge

წყაროები:

https://www.cnbc.com

https://www.webmd.com https://www.who.int