დავით ლოლაძე - გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით ლოლაძე - გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს

რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ დრომდე H1N1-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ დავით ლოლაძემ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. ამასთან, როგორც დავით ლოლაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო მკურნალობას 25 პაციენტი გადის.

„ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის ინიციატივა მისასალმებელია, როდესაც ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობას პანიკაში აგდებს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ წელს ის არ ხდება, რაც არასდროს არ მომხდარა. გაცილებით უარესი მომხდარა, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში. გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება, უნდა გაგვახსენდეს შემოდგომის ბოლოსთვის, გავიკეთოთ გეგმური აცრა და ამ პერიოდს უფრო მობილიზებულები შევხვდეთ, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს. მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ღამის 03:00 საათს, როცა 40 გრადუსი ტემპერატურა იქნება და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდება”,- აღნიშნა მან.

ამასთან, დავით ლოლაძის თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მნახველებისა და პაციენტების ე.წ. თავმდგომების შესვლა შეზღუდულია, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

„ჩვენს კლინიკაში შეზღუდვები ვრცელდება, თუმცა ეს პაციენტის მიღებას არ ეხება, არამედ მნახველებს, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. მცხეთის სამედიცინო ცენტრში მომართვიანობა შემცირებულია, გუშინდელი მომართვებიდან მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევა იყო 6, საიდანაც 4 პნევმონია დადასტურდა. ამასთან, კლინიკაში არც ერთი დადასტურებული H1N1 არ არის, თუმცა ყველა რესპირატორულ დაავადებას უნდა შევხედოთ, როგორც დადასტურებულს და შესაბამისი სქემით ვუმკურნალოთ”,- აღნიშნა მან.