დავით ლოლაძე - გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

დავით ლოლაძე - გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს

დავით ლოლაძე - გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება - უნდა გავიკეთოთ გეგმური აცრა, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს
მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, დავით ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ დრომდე H1N1-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ დავით ლოლაძემ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. ამასთან, როგორც დავით ლოლაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო მკურნალობას 25 პაციენტი გადის.

„ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის ინიციატივა მისასალმებელია, როდესაც ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობას პანიკაში აგდებს. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ ვთქვი, რომ წელს ის არ
ხდება, რაც არასდროს არ მომხდარა. გაცილებით უარესი მომხდარა, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში. გრიპი მაშინ არ უნდა გაგვახსენდეს, როცა სიმპტომები გვეწყება, უნდა გაგვახსენდეს შემოდგომის ბოლოსთვის, გავიკეთოთ გეგმური აცრა და ამ პერიოდს უფრო მობილიზებულები შევხვდეთ, პანიკას ეს ნამდვილად სჯობს. მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ღამის
03:00 საათს, როცა 40 გრადუსი ტემპერატურა იქნება და სასწრაფოს გამოძახება დასჭირდება”,- აღნიშნა მან.

ამასთან, დავით ლოლაძის თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მნახველებისა და პაციენტების ე.წ. თავმდგომების შესვლა შეზღუდულია, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

„ჩვენს კლინიკაში შეზღუდვები ვრცელდება, თუმცა ეს პაციენტის მიღებას არ ეხება, არამედ მნახველებს, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. მცხეთის სამედიცინო ცენტრში მომართვიანობა შემცირებულია, გუშინდელი მომართვებიდან მწვავე რესპირატორული დაავადებების შემთხვევა იყო 6, საიდანაც 4 პნევმონია დადასტურდა. ამასთან, კლინიკაში არც ერთი დადასტურებული H1N1 არ არის, თუმცა ყველა რესპირატორულ დაავადებას უნდა შევხედოთ, როგორც დადასტურებულს და შესაბამისი სქემით ვუმკურნალოთ”,- აღნიშნა მან.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 11-01-2019
ნინო
არ ვენდობით თქვენს აცრებს
თარიღი : 11-01-2019
სოფიო
არ ვენდობით თქვენს აცრებს,იქაც ფულს აკეთებთ და ცდებს ატარებთ ხალხზე!!!
მსგავსი სიახლეები
და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის,
20-01-2020
გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების სეზონური აქტივობისას, ულვაშებსა და წვერს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.
17-01-2020
4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის,
11-01-2020
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს გამოეცალა კიდევ ერთი დამსახურებული ექიმი - ნელი როჭიკაშვილი.
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 50 ადამიანის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების
საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი ექიმი,
ჩინეთისა და კანადის ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს სისხლში ჭარბი ქოლესტერინის
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ის "ნიუ ჰოსპიტალსში" გუშინ გადაიყვანეს,
მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნიუ ჰოსპიტალსში"
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად