სიახლეები

დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე - საბედნიეროდ, ჩვენ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ

დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე - საბედნიეროდ, ჩვენ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ
საბედნიეროდ, ჩვენ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი უკვე აქვს, მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური მკურნალობა.

„ძალიან საყურადღებოა, ის პაციენტები, ვისთანაც ვირუსის ეს სახეობა განვითარდა, მათ სჭირდებათ დროული, ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული პრეპარატი უფასოდ გაიცემოდა რისკ ჯგუფებზე, ნათელი გახდა, რომ სხვა ჯგუფებისთვის „ტამიფლუს“ შეძენა ბარიერს წარმოადგენს და პრეპარატი ხვალიდან ყველასთვის უფასოდ იქნება.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
12-06-2019
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრიპის ვირუსზე ანწლის მოქმედება გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ იგი ხელს უშლის
03-06-2019
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს
16-05-2019