"სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი, ცოდნის და განათლების პრობლემაა ჩვენი ძირითადი თავის ტკივილი" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

"სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი, ცოდნის და განათლების პრობლემაა ჩვენი ძირითადი თავის ტკივილი"

"სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი, ცოდნის და განათლების პრობლემაა ჩვენი ძირითადი თავის ტკივილი"
დანიაში მცხოვრობი ქართველი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გიორგი კუჭუხიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

«ამ საყოველთაო ისტერიაში ერთ-ორ სიტყვას მეც გეტყვით: გავიგეთ რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა, მაგრამ მთავარი კითხვა, რაც ისმის არის რატომ გვაქვს საქართველოში ასეთი„მძიმე“სურათი, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან სულაც არ გვაქვს მძიმე სურათი - სამწუხაროდ , სიკვდილობა გრიპს ყოველთვის თან ახლავს. კვდებიან ადამიანებ ძირითადად ი, რომლებსაც აქვთ სხვა ქრონიკული დაავადებები ან არ იცავენ წესებს : .. არ რჩებიან სახლში მოსვენებულ მდგომარეობაში, არ იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს და გართულების შემთხევაში ძალიან
გვიან მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას ცოდნის და განათლების პრობლემა ჩვენი ძირითადი თავისტკივილია ვერ ან არ ვიმახსოვრებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს
გრიპის შესახებ
:


1. გრიპი ძალიან ბევრ სეონურ ვირუსს შორის ყველაზე საშიში ვირუსია და ყოველ წელს გვხვდება ;
2. გრიპის შემთხვევები იმატებს სიცივეში, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. ანუ მითია,
რომ იძახიან: «კარგმა ყინვებმა ვერ მოარტყა ერთი, რომ გაწყვიტოს ვირუსები»;

3. გრიპი გვხვდება სხვა დროსაც, უბრალოდ ერთეული შემთხვევები. სწორედ გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აღმოჩენილი გრიპის ვირუსები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური დაწესებულებები აღმოაჩენენ ხოლმე, იძლევა საშუალებას, გაკეთდეს სტატისტიკური ანალიზი და პროგნოზი, გვიან შემოდგომაზე და ზამთარში რომელი გრიპის ვირუსი იქნება სავარაუდოდ გავრცელებული და ამის მიხედვით ხდება გრიპის ვაქცინის შექმნა , რომელიც როგორც წესი შეიცავს გა ზაფხულ-ზაფხულის პერიოდში 3 ან 4 ყველაზე ხშირად აღმოჩენილი გრიპის ვირუსის შტამებს.
4. გრიპის ვაქცინას ამზადებენ არააქტიური ვირუსისგან, შესაბამისად, აცრით გრიპი თეორიულადაც ვერ დაგემართებათ, ესეც ყველაზე გავრცელებული მეორე გრპი: :ი: აცრის გაკეთება შესაძლებელი ხდება ოქტომბრიდან და ეს გახლავთ ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი, გრიპის სეზონი დაწყებული არ არის და თქვენ იმუნურ სისტემას სათანადოდ ამზადებთ (აცრიდან 2 კვირაა საჭირო, რომ თქვენი იმუნური სისტემა მოემზადოს, ამ პერიოდში შეიძლება გრიპი ვინმესგან გადმოგედოთ და დაგემართოთ, ვაქცინისგან დამოუკიდებლად);
5.ყველამ უნდა გაიკეთოს თუ არა გრიპის აცრა? უნდა აიცრას ყველა ის ადამიანი, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს, ასევე ბავშვები და მოხუცები. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ხალხი დაცული იყოს და სეზონის განმავლობაში ნაკლებად გვამცნონ ტელევიზიით გრიპით გარდაცვალების შესახებ დრამატული ინფორმა ჯანმრთელებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მე მაგალითად ყოველ წელს ვიცრები, არ მინდა ჩემი ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდის მოწყობა. თუმცა ზოგადად, თუ დაცული იქნება ის მინიმალური წესები, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, როგორც წესი, ჯანმრთელი ორგანიზმი გრიპის ვირუსს ერევა. მაგრამ თუ არ აიცრებით და გრიპი შეგხვდებათ, მზად უნდა იყოთ, რომ 40 გრადუსამდე სიცხით, ძალიან სუსტ მდგომარეობაში იქნებით რამოდენიმე დღე, შედეგად იქმნება დისკომფორტი ორგანიზმისთვის და დიდი ალბათობა იმისა, რომ ნერვული ფონის გათვალისწინებით ბევრ სისულელეს იფიქრებთ და არ გამორიცხოთ,
6. აცრა როგორ მზადდება მოგიყევით, ვინაიდან პროგნოზი კეთდება გაზაფხული / ზაფხულის სეზონის მიხედვით და პროგნოზი ვერ იქნება 100% -იანი, არის ხოლმე რკულვ,, რომ მ დ სეზონზე სეზონზე ს ი ამ შემთხვევაში აცრას იმხელა ეფექტი აღარ ექნება და იქმნება შემდეგი ყველაზე გავრცელებული მითი: ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინა მუშაობს და არის ერთადერთი საშუალება დაეხმაროთ თქვენს იმუნურ სისტემას და შეხვდეთ ზამთრის სეზონს მშვიდად.

პ.ს. ამჟამად დანიაში ვცხოვრობ და აქაც გრიპის სეზონია. იგივე შტამია ცირკულაციაში, რაც საქართველოში, უბრალოდ ადამიანებმა იციან ყველაფერი ის, რაზეც ზევით ვისაუბრეთ და მშვიდად ხვდებიან სეზონს. 5 მილიონიანი ქვეყანაა და შარშან ასობით ადამიანი გარდაიცვალა გრიპით, ძირითადად მოხუცები და მაღალი რისკის მქონე არავაქცინირებული პირები", - წერს გიორგი კუჭუხიძე.

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 12-01-2019
გამომივიდა აქ რამის მცოდნე
ადრე სად იყო გრიპზე აცრა? პირადი ჰიგიენა კი დანიელებისგან არ ესწავლებათ ქართველებს დიდი ხანია რაც რამე ნახე? უმეტესად ვინც საქართველოში ნეხვში იჯდა ისინი იწყებენ მერე უცხოეთიდან დამოძღვრას
მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ,
03-02-2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სოციალურ ქსელებში
01-02-2020
რა განსხვავებაა გაცივებას, გრიპსა და კორონავირუსს შორის?
01-02-2020
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
პროექტის მიზანია დიაბეტის და დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული დიაგნოსტიკა და პაციენტზე ზრუნვის
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰორმონი გრელინი,
ნორმაში, ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით, რათამოხდეს შესუნთქული ჰაერის ნაკადისგაფილტვრა, გათბობა, დატენიანება და ოპტიმალური წნევითფილტვებში ჩაშვება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად