სიახლეები

თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით - ივანე ჩხაიძე

თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით - ივანე ჩხაიძე
წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, თებერვალსა და მარტში ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას, - ამის შესახებ იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ იანვრის მეორე ნახევარი გრიპის შემთხვევების შემცირებით ხასიათდება.

„ეს ვარაუდი ეყრდნობა ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებულ სტატისტიკას, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დეტალურადაა მოწოდებული. ამ სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრის ბოლო-იანვრის დასაწყისი არის პირველი პიკი, იანვრის მეორე ნახევარი ხასიათდება შემთხვევების შემცირებით და თებერვალ-მარტში ბოლო წლებში შემთხვევების მატება აღინიშნა. შესაძლებელია წლევანდელი წელი გამონაკლისი იყოს, მაგრამ ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია, თუმცა,
წინა წლების გამოციდლებიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე თებერვალსა და მარტში ველოდებით შემთხვევების მატებას“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მსგავსი სიახლეები
ითვლება, რომ წარმატების მისაღწევად სრულად უნდა ჩაერთო სამუშო პროცესში და დიდი ძალისხმევა დახარჯო.
23-08-2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
05-02-2018
"პალიტრანიუსის" რუბრიკაში "ამბები", პნევმონიის შესახებ თქვენ მიერ დასმულ კითხვებს იაშვილის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე პასუხობს.
02-02-2018