იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადებებით მიმართვიანობის სტატისტიკაზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსის დიაგნოზით 63 პაციენტი წევს.
„დეკემბრის ბოლო კვირას ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზებული იყო 32 პაციენტი, იანვრის პირველ კვირას 20 პაციენტი. მომართვიანობა, ჰოსპიტალიზაცია და გართულებით მიმდინარე შემთხვევები იანვრის პირველ კვირას ნაკლებია, ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც
დღეს დილით იაშვილის კლინიკაში წევს 63 პაციენტი, სადაც დადგენილია გრიპის და გრიპის მაგვარი დავადებების კლინიკური ნიშნების მიხედვით დიაგნოზი. გუშინდელი მდგომარეობით იყო 72 პაციენტი ანუ ყოველდღიური დინამიკაც არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. პირიქით, როგორც კვირების, ასევე დღეების მიხედვით შემთხვევები ნაკლებია,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით მონაცემები მკვეთრად გაზრდილია. გასულ წელს ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი შემთხვევა A გრიპის არ ყოფილა. წელს კი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა A გრიპის ვირუსის უკვე 52-ია.