ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“ - „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“ - „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“

ქსელებში „ტამიფლუს“ ფასი 68 ლარია, აპელირება იმაზე, რომ კომპანიები ამ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, „შავი პიარია“ - „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ გრიპისა და გაციების მედიკამენტების დეფიციტის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.

რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, ასოციაციის განცხადებით, არც ამ პრეპარატის დეფიციტი შეინიშნება. გარდა ამისა, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს
მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს
ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება.

ასევე, მიუღებელია გარკვეული ჯგუფების მცდელობა ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შეეცადონ შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ.

გვინდა მოგახსენოთ, რომ ასოციაციის წევრი კომპანიები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე. შესაბამისად, აპელირება მასზედ, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ - მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და მისი წევრები გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ, გრიპისა და გაციების სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,” - ნათქვამია განცხადებაში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და
11-01-2019
ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ავერსის“
11-01-2019
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
10-01-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
კოვიდ-19 მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის მატარებელ პანდემიად ჩამოყალიბდა, რომელიც უმძიმეს კვალს ამჩნევს ეკონომიკას და
ბრიტანელი ფსიქიატრის ჰერაინ-ვივესის აზრით, სტრესის ჰორმონ კორტიზოლის დონის განსაზღვრა შესაძლებელია ყურში
ბრიტანული მედიკამენტები სიმბოლურ ფასად! 1 ლარად
გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" ონლაინ კლინიკა, რომელიც რეგიონში ერთადერთია ბინაზე პაციენტების მართვას
"ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,
გვესაუბრება ევროპის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის საზოგადოების ნაციონალური კოორდინატორი საქართველოში, კლინიკა კარდიონეტი პინეოს ხელძღვანელი ზურაბ კლიმიაშვილი.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად