ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი დღეს შეივსება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი დღეს შეივსება

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ და მარაგი დღეს შეივსება.

რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება. რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოვა. მისივე განმარტებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

"აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.