ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი დღეს შეივსება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი დღეს შეივსება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფთიაქებში „ტამიფლუს“ მარაგი დღეს შეივსება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ და მარაგი დღეს შეივსება.

რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება. რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ
აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოვა. მისივე განმარტებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო
უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

"აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი რაოდენობის
11-01-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და
11-01-2019
ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც „ავერსის“
11-01-2019
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს გამოეცალა კიდევ ერთი დამსახურებული ექიმი - ნელი როჭიკაშვილი.
ინდიანას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, 50 ადამიანის თმისა და ფრჩხილის ნიმუშების
საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი ექიმი,
ჩინეთისა და კანადის ბიოქიმიკოსებმა აღმოაჩინეს სისხლში ჭარბი ქოლესტერინის
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ის "ნიუ ჰოსპიტალსში" გუშინ გადაიყვანეს,
მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჰოსპიტალიზებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნიუ ჰოსპიტალსში"
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად