სიახლეები

ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება

ამირან გამყრელიძე 22 წლის გოგოს გარდაცვალებაზე - აქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება
ვფლობთ 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას - H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე
დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ
იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. 22 წლის გოგო ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
26-01-2019
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული
18-01-2019
H1N1-ის ვირუსით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს
14-01-2019