ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ნუ გაიქცევით აფთიაქში და ნუ მიიღებთ „ტამიფლუს“ - წამლები არ არის კანფეტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ნუ გაიქცევით აფთიაქში და ნუ მიიღებთ „ტამიფლუს“ - წამლები არ არის კანფეტი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ნუ გაიქცევით აფთიაქში და ნუ მიიღებთ „ტამიფლუს“ - წამლები არ არის კანფეტი
მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს.

როგორც მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი - "ტამიფლუ", რომელსაც ამ ეტაპზე ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას, გართულებისას უნდა მივიღოთ.

"პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება "ტამიფლუ". სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება "ტამიფლუ", ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე
განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს "ტამიფლუ". "ტამიფლუ" არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით
აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ "ტამიფლუს". ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. "ტამიფლუს" შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე", - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ექსპერტთა განცხადებით, მედიცინისა და ფარმაკოლოგიის სფეროში 2018 წელს მიღწეულ რევოლუციურ აღმოჩენებს
22-01-2019
ამ დროისთვის გრიპის ვირუსის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო 800-მდე პაციენტია ჰოსპიტალიზებული.
15-01-2019
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
კატეგორიის სხვა სტატიები
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში ბულგარული ბრენდის "ჩიპოლინოს" საბავშვო ნაწარმის ფართო არჩევანია.
19 წლის გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გახ­და, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ნო­ვო­კა­ი­ნის შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გან­ვი­თარ­და
როგორც გატყობინებდით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისი მოლის მთავარ ატრიუმში
ყი­რიმ-კონ­გოს ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბით, ას­პინ­ძა­ში მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა.
ზეს­ტა­ფონ­ში დედა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.
სუინბერნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გამოიკვლიეს წინა დღის ნაქეიფარი 100 ადამიანის მდგომარეობა. აღმოჩნდა, რომ
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად