სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიიჩნევს, რომ სიტყვა „კარანტინის“ გამოყენება არასწორად ხდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიიჩნევს, რომ სიტყვა „კარანტინის“ გამოყენება არასწორად ხდება

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება მიიჩნევს, რომ სიტყვა „კარანტინის“ გამოყენება არასწორად ხდება
კარანტინის გამოცხადება არ არის ცალკეული სამედიცინო დაწესებულების კომპეტენცია. მათ შეუძლიათ მხოლოდ გაამკაცრონ შიდა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები. ვფიქრობ, რომ სწორედ ამას გულისხმობდნენ როდესაც მსგავსი განცხადებები გაკეთდა, - ამის შესახებ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ რამდენიმე საავადმყოფოს მიერ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინის გამოცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად კრიტიკულია აღნიშნული მდგომარეობა, არჩილ მორჩილაძის თქმით, „პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ სიტყვა კარანტინის გამოყენება ასე უაპელაციოდ არ შეიძლება“.

„საკარანტინო დაავადებები მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციურ დაავადებებს და მათი ჩამონათვალი განსაზღვრულია ჯანდაცვის შესახებ კანონით, ეს დაავადებებია:
ქოლერა, შავი ჭირი, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ყვავილი. თუ ასეთი დაავადებები დაფიქსირდა, სწორედ ამას უნდა მოყვეს ქვეყნის მასშტაბით(მათ შორის საზღვრებზე) ის საკარანტინო ღონისძიებები, რაც განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებით. საბედნიეროდ, ასეთი რამ ქვეყანაში არ ხდება და ჯანდაცვის სამინისტროსაც მსგავსი რამ არ განუცხადებია“, -
განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.

შეგახსენებთ, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით კარანტინი რუსთავის, ბათუმის, მცხეთის, ფოთის და გორის რამდენიმე კლინიკამ გამოაცხადა.

კარანტინი
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი,
07-01-2019
ქალაქში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობის გაზრდის გამო, რუსთავის ცენტრალურ და ბავშვთა
04-01-2019
დიეტოლოგია
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
გარგარი შეიცავს პექტინს - ნაერთს, რომელსაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის უნარი გააჩნია. პექტინი
კატეგორიის სხვა სტატიები
"ბავშვი მოუკლავს სპეციალურად და გაჰყვა ვიღაც ბიჭს... სახლიდან წაღებული ოქრო დაულომბარდებია
კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 16 წლის დედამ საკუთარი შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
ცინცინათის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებისაგან ნამდვილი საყლაპავი მილი გაზარდეს.
12 მაისს მახათაზე ტაძრის კურთხევის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე,
ნორ­მა­ში ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად გა­მო­ყოფს ოფლს.
ბაზარზე შესაძლებელია შეგვხვდეს სტანდარტული პრეზერვატივების სხვადასხვა ალტერნატივა. მათ შორის „ეკოლოგიური“ პროდუქტი.
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად