10 თვის გოგონა, რომელიც გორის რაიონში გარდაიცვალა, კლინიკაში წითელას და ფილტვების ანთების დიაგნოზით იყო მოთავსებული და დედას კლინიკიდან თვითნებურად ჰყავდა წაყვანილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 თვის გოგონა, რომელიც გორის რაიონში გარდაიცვალა, კლინიკაში წითელას და ფილტვების ანთების დიაგნოზით იყო მოთავსებული და დედას კლინიკიდან თვითნებურად ჰყავდა წაყვანილი

მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. აღნიშნული კლინიკა გოგონას დედამ თვითნებურად დატოვა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ბავშვი გორის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ ექიმი, პედიატრი თამილა გოგიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის და დანიშნულების მიცემის შემდეგ გოგონა მშობელს განმეორებით კონსულტაციაზე უნდა მიეყვანა, თუმცა, ბავშვი კლინიკაში აღარ შესულა. ,,ბავშვი ჩვენს კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში, შემოიყვანეს 31 დეკემბერს 18 საათსა და 25 წუთზე, აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია და ხველა. შევაგროვე ანამნეზი და როგორც გამოვარკვიე, წინა დღით, 30 დეკემბერს, დედას, თვითნებურად, ხელწერილის საფუძველზე, შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში და იქიდან ჰყავდა წამოყვანილი ბავშვი თავისი სურვილით. შემოყვანისას, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, თანაც, ბავშვი 10 თვის იყო და ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ მოთავსდეს სტაციონარში. დედამ ამაზე უარი განგვიცხადა. აღნიშნა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და მას მეთვალყურეობა სჭირდებოდა და გარდა ამისა, სახლში კიდევ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი. გავუწიეთ სათანადო დახმარება, ტემპერატურა ნორმალიზდა, ბავშვი გაეწერა ბინაზე, მოწვეული მყავდა განმეორებით კონსულტაციაზე, თუმცა, აღარ მოსულან.

როგორც დედამ თავად აღნიშნა, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვი მოთავსებული იყო წითელას დიაგნოზით, შემდგომ გართულდა და ფილტვის ანთებაც დაუდგინდა. დედის თქმით, ბავშვს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, საიდანაც ხელწერილით წამოიყვანა. აქედანაც, ჩვენი კლინიკიდანაც, ასევე დააფიქსირა ხელმოწერით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარში მოთავსებაზე“, - აცხადებს ექიმი პედიატრი თამილა გოგიაშვილი.

ექიმის განცხადებითვე, ბავშვის დედამ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ყვარლის რაიონიდან იყო და თავად დედასთან იმყოფებოდა სტუმრად სოფელ ბერბუკში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.