10 თვის გოგონა, რომელიც გორის რაიონში გარდაიცვალა, კლინიკაში წითელას და ფილტვების ანთების დიაგნოზით იყო მოთავსებული და დედას კლინიკიდან თვითნებურად ჰყავდა წაყვანილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019

კითხვა-პასუხი

10 თვის გოგონა, რომელიც გორის რაიონში გარდაიცვალა, კლინიკაში წითელას და ფილტვების ანთების დიაგნოზით იყო მოთავსებული და დედას კლინიკიდან თვითნებურად ჰყავდა წაყვანილი

10 თვის გოგონა, რომელიც გორის რაიონში გარდაიცვალა, კლინიკაში წითელას და ფილტვების ანთების დიაგნოზით იყო მოთავსებული და დედას კლინიკიდან თვითნებურად ჰყავდა წაყვანილი
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერბუკში გარდაცვლილი 10 თვის ბავშვი წითელას და ფილტვის ანთების დიაგნოზით მკურნალობას თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. აღნიშნული კლინიკა გოგონას დედამ თვითნებურად დატოვა. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ბავშვი გორის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, სტაციონარულ მკურნალობაზე დედამ კვლავ უარი განაცხადა. აღნიშნულის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანას“ ექიმი, პედიატრი თამილა გოგიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის და დანიშნულების მიცემის შემდეგ გოგონა მშობელს განმეორებით კონსულტაციაზე უნდა მიეყვანა, თუმცა, ბავშვი კლინიკაში აღარ შესულა. ,,ბავშვი ჩვენს კლინიკაში, მიმღებ განყოფილებაში, შემოიყვანეს 31 დეკემბერს 18 საათსა
და 25 წუთზე, აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია და ხველა. შევაგროვე ანამნეზი და როგორც გამოვარკვიე, წინა დღით, 30 დეკემბერს, დედას, თვითნებურად, ხელწერილის საფუძველზე, შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში და იქიდან ჰყავდა წამოყვანილი ბავშვი თავისი სურვილით. შემოყვანისას, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მაგრამ,
მოგეხსენებათ, ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, თანაც, ბავშვი 10 თვის იყო და ჩვენ ყველას ვთავაზობთ, რომ მოთავსდეს სტაციონარში. დედამ ამაზე უარი განგვიცხადა. აღნიშნა, რომ დედა ჰყავდა ცუდად და მას მეთვალყურეობა სჭირდებოდა და გარდა ამისა, სახლში კიდევ ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი. გავუწიეთ სათანადო დახმარება, ტემპერატურა ნორმალიზდა, ბავშვი გაეწერა ბინაზე, მოწვეული მყავდა განმეორებით კონსულტაციაზე, თუმცა, აღარ მოსულან.

როგორც დედამ თავად აღნიშნა, თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ბავშვი მოთავსებული იყო წითელას დიაგნოზით, შემდგომ გართულდა და ფილტვის ანთებაც დაუდგინდა. დედის თქმით, ბავშვს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, შემდეგ გადაიყვანეს პალატაში, საიდანაც ხელწერილით წამოიყვანა. აქედანაც, ჩვენი კლინიკიდანაც, ასევე დააფიქსირა ხელმოწერით, რომ უარს აცხადებდა სტაციონარში მოთავსებაზე“, - აცხადებს ექიმი პედიატრი თამილა გოგიაშვილი.

ექიმის განცხადებითვე, ბავშვის დედამ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ყვარლის რაიონიდან იყო და თავად დედასთან იმყოფებოდა სტუმრად სოფელ ბერბუკში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 10 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
1-ელი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა.
12-02-2019
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა შეადგინეს კაცობრიობისათვის საფრთხის შემცველი ყველაზე
04-02-2019
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
26-01-2019
დიეტოლოგია
ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას დიეტური კვება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად იწყება.
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
კატეგორიის სხვა სტატიები
მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის
ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა.
ვიაგრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო საშუალებაა. ის ეფექტურად ებრძვის ერექციულ დისფუნქციას.
ცნობილია, რომ შვრიის ფაფა, სასარგებლო თვისებებისა და
ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს.
ყველა ერთნაირად როდი ბერდება. 2015 წელს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა გაანალიზა ახალზელანდიის
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს ადამიანის ორგანიზმის საოცარი თავისებურება: თუ
როგორც გამოცემა Science Advances იუწყება, ნაგოის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, პროფესორ ტაკაო იასუის
პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ეს არის რეაქცია რამე