ამ ეტაპზე ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამ ეტაპზე ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ზოგადად ვირუსულ ინფექციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის პირველ კვირაში ავადობის მაჩვენებელი 21 ერთეულითაა შემცირებული.

„იანვრის პირველ კვირას გვაქვს ავადობის მაჩვენებლის შემცირება - 21 ერთეულით. დეკემბრის ბოლო კვირას იყო 277, ახლა არის - 256. ასევე შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმცა, ესეც მაღალია. საავადმყოფოში რჩებიან ის ადამიანები, შედარებით მძიმე ავადმყოფები გრიპის სხვადასხვა გართულებებით. ქვეყანაში გაიცემა სახელმწიფოს ხარჯზე ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშია. ამ ცენტრების მისამართები ჩვენს ვებ-გვედზეა გამოქვეყნებული. ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემა შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე: ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, დიაბეტის მქონე პაციენტებზე და ასევე, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე. „ტამიფლუ" უფასოდ გადაეცემათ ასევე ონკოლოგიური დაავადებების და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პრეპარატის შეასაბამისი მარაგი ქვეყანაში არის. „დღეიდან თბილისში 5 კლინიკური დაწესებულება პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ასევე ბათუმში სადღეღამისო მორიგეობაზეა გადასული რამდენიმე ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.