ამ ეტაპზე ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

ამ ეტაპზე ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი

ამ ეტაპზე ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი
ამ ეტაპზე H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან ზოგადად ვირუსულ ინფექციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის პირველ კვირაში ავადობის მაჩვენებელი 21 ერთეულითაა შემცირებული.

„იანვრის პირველ კვირას გვაქვს ავადობის მაჩვენებლის შემცირება - 21 ერთეულით. დეკემბრის ბოლო კვირას იყო 277, ახლა არის - 256. ასევე შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმცა, ესეც მაღალია. საავადმყოფოში რჩებიან ის ადამიანები, შედარებით მძიმე ავადმყოფები გრიპის სხვადასხვა გართულებებით. ქვეყანაში გაიცემა სახელმწიფოს
ხარჯზე ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშია. ამ ცენტრების მისამართები ჩვენს ვებ-გვედზეა გამოქვეყნებული. ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემა შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე: ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, დიაბეტის
მქონე პაციენტებზე და ასევე, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე. „ტამიფლუ" უფასოდ გადაეცემათ ასევე ონკოლოგიური დაავადებების და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პრეპარატის შეასაბამისი მარაგი ქვეყანაში არის. „დღეიდან თბილისში 5 კლინიკური დაწესებულება პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ასევე ბათუმში სადღეღამისო მორიგეობაზეა გადასული რამდენიმე ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს.
13-02-2019
გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა
12-02-2019
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შიდსიც რომ პანდემიაა, ამის შესახებ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მოსახლეობამ უკვე კარგად იცის.
ადამიანი მუდმივად მზად უნდა იყოს სეზონურ, ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად და მუშაობდეს საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებაზე,
ბოლო პერიოდში, D ვიტამინის დეფიციტის გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
მხატვრული რესტავრაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რადგან ამ მანიპულაციის საშუალებით პაციენტს აქვს საშუალება გაილამაზოს ღიმილი მხოლოდ ერთ ვიზიტში.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი რგოლია თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, ის ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ადამიანის დაბრუნებას ან დაახლოებას იმ მდგომარეობასთან, რომელიც დაავადებამდე იყო.
კალაბრიისა და სალფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბერგამოტის ექსტრაქტის
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად