„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი", - განაცხადა „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა ასევე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
H1N1 ვირუსით ამ დროისთვის საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი.