5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო.
ადგილზე "სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური სამსახური გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის ბინაში დაგროვების მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობელია.