დავით სერგეენკო - სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

დავით სერგეენკო - სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს

ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატს "ტამიფლუს" უფასოდ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტ "ტამიფლუს" მარაგები აქვს და აღნიშნული პრეპარატის საკმაო რაოდენობას სააფთიაქო ქსელებს გადასცემენ.

"ჩვენ პერიოდულად ვუსვამთ ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მისვლა და საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. ამჯერად, ანტივირუსული პრეპარატის მარაგები ქვეყანაში საკმარისია, თუმცა, სამი ძირითადი არეალიდან (როგორიცაა:სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები), ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთ-ერთში - სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი შეიქმნა.
10 იანვარს შევსება შემოვა, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ მედიკამენტს თავისი მარაგებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ გასცემდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის და ორსულებისთვის, ამჟამად აფთიაქებში შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ის ადამიანები, ვისაც
გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება აქვთ, დიაბეტის მქონეები, ონკოლოგიური პაციენტები და სასუნთქი სისტემით დაავადებულები. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს. ასევე, დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტის საკმაო რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ აფთიაქშია აღნიშნული პრეპარატი მოქალაქეებს შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 05 მეშვეობით მიიღონ.

"ამ მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში საკმარისია, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ექიმთან დროულად მიმართვის საჭიროებას და შესაბამისი მკურნალობის დაწყებას", - განაცხადა სერგეენკომ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ის მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს
18-06-2019
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს
16-05-2019
დღევანდელი მდგომარეობით, წითელას 335 დაავადების შემთხვევაა, ეს არის ეპიდაფეთქება. ვაქცინაციის გარეშე
18-01-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გასულ საუკუნეში ქართველი მამაკაცი, რომელსაც სიმელოტე ტანჯავდა, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა,
კალიფორნიის უნივერსიტეტში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც მშობიარობის
„მე თმა ჰეალაინში გადავინერგე!“ - სავარაუდოდ, ამ სიტყვებს ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი იტყვის, მას შემდეგ, რაც თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრს,
მსოფლიოში პირველად შესაძლებელი გახდა დაბლოკილი ან შევიწროვებული არტერიებისთვის
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი, ყურყური - რატომ შეიძლება გამოიწვიოს ეს და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევასთან დაკავშირეული სხვა ნიშნები
NL International-ის ფუნქციური საკვები “Energy Diet Smart” წარმოადგენს ჩანთით სატარებელ, მარტივ, ვიტამინებით გაჯერებულ, ბოლოგიურად სუფთა,
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად